საჰაერო ომი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:20, 30 ოქტომბერი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
საჰაერო ომი - სამხედრო-სტრატეგიული კონცეფცია, რომელიც საბრძოლო მოქმედებებში სამხედრო-საჰაერო ძალებს ანიჭებდა მთავარ როლს და აღიარებდა მის შესაძლებლობებს დამოუკიდებლად მიეღწია ომის მიზნებისათვის. მხარს უჭერდნენ დასავლეთ ევროპაში XX საუკუნის 30-იან წლებში (ფუძემდებელი იტალიელი გენერალი ჯ. დუე). II მსოფლიო ომში პრაქტიკული განხორციელება ვერ პოვა.
წყარო
- ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, - თბილისი, 2017.