ალბა ფერნანდო ალვარეს დე ტოლედო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:00, 30 ოქტომბერი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ალბა ფერნანდო ალვარეს დე ტოლედო (1507-82) – ესპანელი ჰერცოგი, მხედართმთავარი და პოლიტიკური მოღვაწე. ნიდერლანდების გუბერნატორი 1567–73 წლებში. სასტიკი ზომებით ცდილობდა ნიდერლანდებში განმათავისუფლებელი მოძრაობის ჩახშობას. 1580 წელს სარდლობდა არმიას, რომელმაც დაიპყრო პორტუგალია.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, - თბილისი2017