ალბა ფერნანდო ალვარეს დე ტოლედო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ალბა ფერნანდო ალვარეს დე ტოლედო (1507-82) – ესპანელი ჰერცოგი, მხედართმთავარი და პოლიტიკური მოღვაწე. ნიდერლანდების გუბერნატორი 1567–73 წლებში. სასტიკი ზომებით ცდილობდა ნიდერლანდებში განმათავისუფლებელი მოძრაობის ჩახშობას. 1580 წელს სარდლობდა არმიას რომელმაც დაიპყრო პორტუგალია.