საბორტე რუკა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
საბორტე რუკა – აერონავიგაციური რუკა, რომლითაც ხელმძღვანელობენ თვითმფრინავების ტარებისას საზღვრებს მიღმა. მისი მასშტაბი ყოველთვის ნაკლებია საფრენი რუკის მასშტაბზე, თუმცა რუკების დაყოფა საფრენ და საბორტე რუკებად დამოკიდებულია ავიაციის სახეობაზე.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ–მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, – თბილისი 2017