საბრძოლო მოხსენება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:55, 13 დეკემბერი 2017-ის ვერსია, შეტანილი Echelidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საბრძოლო მოხსენება – საანგარიშო-საინფორმაციო დოკუმენტი, რომელიც ზემდგომ შტაბს წარედგინება. ჩვეულებრივ, საბრძოლო მოხსენებაში მოცემულია გარკვეული პერიოდის მანძილზე საბრძოლო ამოცანის შესრულების შედეგები. აგრეთვე – აღნიშნულია დაქვემდებარებული შენაერთების, ნაწილების, ქვედანაყოფების, მათი მეზობლების მდგომარეობა და მოქმედებების ხასიათი. ასევე შექმნილი მდგომარეობიდან, მოწინააღმდეგის მოქმედებების შეფასებიდან გამოტანილი დასკვნები, გადაწყვეტილება შემდგომი მოქმედებების შესახებ და საჭიროებისამებრ, თხოვნა საბრძოლო ამოცანის შესასრულებლად ხელშეწყობის თაობაზე. საბრძოლო მოხსენება შეიძლება იყოს ან არ იყოს სასწრაფო.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ–მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, – თბილისი 2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები