საგანგებო მდგომარეობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:06, 18 დეკემბერი 2017-ის ვერსია, შეტანილი Echelidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საგანგებო მდგომარეობა – სახელმწიფო ხელისუფლების და მმართველობის ორგანოების, საწარმოების, დაწესებულებების და ორგანიზაციების საქმიანობის განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი, რომელსაც ქვეყანაში ან მის ცალკეულ რაიონებში აწესებენ გარე ან შიდა საფრთხისგან დაცვის, საზოგადოებრივი წესრიგის შენარჩუნების მიზნით. გულისხმობს მოქალაქეების, იურიდიული პირების უფლებების და თავისუფლების შეზღუდვას, აგრეთვე მათთვის დამატებითი მოვალეობების დაკისრებას. მთელ რიგ სახელმწიფოებში საგანგებო მდგომარეობას აწესებს ქვეყნის პრეზიდენტი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმების ფარგლებში.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ–მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, – თბილისი 2017


კატრგორია:სამხედრო ტერმინები კატრგორია:საგანგებო მდგომარეობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები