თვითმფრინავებისა და ვერტმფრენების მართვის ავტომატიზებული სისტემა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:11, 4 იანვარი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თვითმფრინავებისა და ვერტმფრენების მართვის ავტომატიზებული სისტემა - საშუალებები, რომლებიც უზრუნველყოფენ თვითმფრინავებისა და ვერტმფრენების მოძრაობას გათვალისწინებული პროგრამის მიხედვით აფრენიდან დაფრენამდე პილოტების მონაწილეობის გარეშე, აგრეთვე ხელით მართვისას მდგომარეობის და მართვადობის გაუმჯობესებას.

მოიცავს დასამიზნებელ-სანავიგაციო სისტემას და საპილოტაჟო კომპლექსს, რომელშიც ავტოპილოტის გარდა შედის ძალური დანადგარის წევის მართვის ავტომატი, დასამიზნებელ-სანავიგაციო სისტემასთან, დაფრენის და სახმელეთო მიზანმიმართვის სისტემებთან კავშირის ბლოკი, ავტოპილოტით მართვის სიგნალების გამომთვლელები.

ეს სისტემა საშუალებას იძლევა, განხორციელდეს საბრძოლო მოქმედებები რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში და უკიდურესად მცირე სიმაღლებზე.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი, 2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები