ავიაციის ზურგი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:50, 18 იანვარი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ავიაციის ზურგი - შეიარაღებული ძალების ზურგის შემადგენელი ნაწილი. განკუთვნილია ავიაციის მატერიალური, საინჟინრო-სააეროდრომო, სააეროდრომო-ტექნიკური, ტექნიკური და სამედიცინო უზრუნველყოფისათვის. შედის სამხედრო-საჰაერო ძალების, შეიარაღებული ძალების სხვა სახეობათა საავიაციო გაერთიანებებისა და შენაერთების შემადგენლობაში.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, - თბილისი2017