ბალისტიკური ტრასა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:56, 23 იანვარი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ბალისტიკური ტრასა – საარტილერიო პოლიგონზე სპეციალურად გამართული ადგილის მონაკვეთი საარტილერიო ჭურვების (ნაღმების, რაკეტებისა და სხვა) მოძრაობის შესასწავლად. აღჭურვილია ბალისტიკური სამიზნეებითა და ბალისტიკური ხელსაწყოებით. მათი მეშვეობით სროლის პროცესში და სროლის შედეგების დამუშავებისას განისაზღვრება წინსვლითი და რხევითი მოძრაობის აეროდინამიკური მახასიათებლები, განბნევის პარამეტრები და სხვა.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, - თბილისი2017