არმიის თავდაცვის ზღუდე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

არმიის თავდაცვის ზღუდეთავდაცვის ზოლი, რომელიც განკუთვნილია თავდაცვის ტაქტიკურ ზონაში შემოჭრილი მოწინააღმდეგის შემდგომი წინსვლის აღკვეთისთვის და კონტრდარტყმის მიმყენებელი ჯარების გაშლის უზრუნველსაყოფად.

I მსოფლიო ომში მოგერიებითი ზღუდე ეწყობოდა თავდაცვის მთავარი ზოლის წინა ხაზისგან 25-30 კმ-ზე და ჰქონდა 5-6 კმ სიღრმე. საჭიროების შემთხვევაში მას იკავებდნენ II ეშელონიდან ან მეორეხარისხოვანი მიმართულებებიდან მოხსნილი, აგრეთვე ტაქტიკური ზონიდან უკან დახეული არმიის და ჯარების რეზერვები.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, - თბილისი2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები