დაბრკოლებები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:37, 25 იანვარი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
დაბრკოლებები - წინაღობები, რომლებიც აფერხებენ ან აჩერებენ ჯარების წინსვლას.
დაბრკოლებები არის ბუნებრივი (მდინარეები, ტბები, ხევები, მთები, ტყეები და ა.შ.), ხელოვნური (არხები, მიწაყრილები, სხვადასხვა ნაგებობები, ღობურები და ა.შ.) და კომბინირებული – ბუნებრივი გაძლიერებული ხელოვნურით.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი, 2017.