დასვენების რაიონი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:38, 25 იანვარი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
დასვენების რაიონი - ადგილმდებარეობის მონაკვეთი, სადაც ჯარები დიდ მანძილზე მარშის შესრულებისას სადღეღამისო გადასვლის შემდეგ, პირადი შემადგენლობის დასვენების, ტექნიკის მომსახურების, მარაგის შევსების მიზნით ჩერდებიან. ირჩევენ მოძრაობის მარშრუტების მახლობლად. 3-5 დღიანი გადასვლის შემდეგ ინიშნება სადღეღამისო დასვენება.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი, 2017