დაშორიშორებული ბაზირების პუნქტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:09, 25 იანვარი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
დაშორიშორებული ბაზირების პუნქტი - ხომალდების (საბრძოლო კატარღების ჯგუფის) დგომის, მომარაგებისა და რემონტის ადგილი საზღვაო ძალების ბაზირების რაიონში (ზონაში), რომელიც შერჩეულია მოწინააღმდეგის მიერ მასობრივი დაზიანების იარაღის გამოყენების საფრთხის წარმოშობისას ხომალდების დაშორიშორების მიზნით.
დაშორიშორებული ბაზირების პუნქტში შეიძლება მოეწყოს სამანევრო ბაზირების პუნქტი, ამავე დროს იგი შეიძლება წარმოადგენდეს ქარისა და ტალღებისაგან ბუნებრივი საფრებით დაცულ ღუზაზე სადგომს.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი,2017