დემობილიზაცია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:23, 25 იანვარი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
დემობილიზაცია – (ფრანგული demobilisation de თავსართი, აღნიშნავს გაუქმებას, შეწყვეტას და mobiliser – ამოძრავება), ქვეყნის შეიარაღებული ძალებისა და ეკონომიკის გადაყვანა საომარი მდგომარეობიდან მშვიდობიანზე; მობილიზაციის საპირისპირო პროცესი. ხორციელდება სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოს გადაწყვეტილებით. გულისხმობს შეიარაღებული ძალების რიცხოვნობის შემცირებას, სამხედრო წარმოების შეკვეცას, შრომითი და საფინანსო რესურსების გადანაწილებას; ტრანსპორტის, კავშირგაბმულობის, სამეცნიერო ორგანიზაციების მუშაობის გარდაქმნას და სხვა.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი, 2017