ჯარების დაწყობა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:58, 30 იანვარი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ჯარების დაწყობა - შეიარაღებული ძალების სახეობების, ჯარების (ძალების) გვარეობების და სპეციალური ჯარების გაერთიანებები, შენაერთები, ნაწილები და ქვედანაყოფები, რომლებიც მზადყოფნაში არიან დასახული ამოცანების შესასრულებლად მოსალოდნელი მოქმედებების ჩანაფიქრის შესაბამისად.
ჯარების დაწყობა შეიძლება იყოს სტრატეგიულ-ოპერატიული და ტაქტკური. განასხვავებენ I და II სტრატეგიულ ეშელონებს. ოპერატიულ დონეზე გამოყოფენ ოპერატიულ დაწყობას. ტაქტიკურ დონეზე ჯარების დაწყობა შეიძლება განხორციელდეს სალაშქრო, წინასაბრძოლო და საბრძოლო წყობის სახით.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი,2017