ჯარების დაწყობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჯარების დაწყობა - შეიარაღებული ძალების სახეობების, ჯარების (ძალების) გვარეობების და სპეციალური ჯარების გაერთიანებები, შენაერთები, ნაწილები და ქვედანაყოფები, რომლებიც მზადყოფნაში არიან დასახული ამოცანების შესასრულებლად მოსალოდნელი მოქმედებების ჩანაფიქრის შესაბამისად.

ჯარების დაწყობა შეიძლება იყოს სტრატეგიულ-ოპერატიული და ტაქტკური. განასხვავებენ I და II სტრატეგიულ ეშელონებს. ოპერატიულ დონეზე გამოყოფენ ოპერატიულ დაწყობას. ტაქტიკურ დონეზე ჯარების დაწყობა შეიძლება განხორციელდეს სალაშქრო, წინასაბრძოლო და საბრძოლო წყობის სახით.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები