ოპერატიული დაწყობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ოპერატიული დაწყობა - ჯარების (ძალების) და საერთო-საჯარისო გაერთიანებების (შეიარაღებული ძალების სახეობის გაერთიანებების) საშუალებების მთლიანად და დაჯგუფებებში (მთავარსა და სხვაში) ოპერაციის (საბრძოლო მოქმედებების) საწარმოებლად ადგილმდებარეობაზე (ჰაერში, ზღვაზე) გარკვეული სისტემით განლაგება. ოპერატიული დაწყობა ხდება ოპერაციის ჩანაფიქრის შესაბამისად, უნდა შეესაბამებოდეს ოპერატიული ვითარების პირობებს.

საერთო-საჯარისო გაერთიანების ოპერატიული დაწყობა შეიძლება შედგებოდეს ერთი, ორი, ზოგჯერ უფრო მეტი ეშელონისგან, რომლებიც მოიცავენ საერთო-საჯარისო გაერთიანებებს (შენაერთებს), სარაკეტო ჯარების და არტილერიის, ავიაციის, საჰაერო თავდაცვის ჯარების, სპეციალური ჯარების დაჯგუფებებს; საჰაერო, საზღვაო დესანტებს, მობილურ გადამღობ რაზმებს, სხვადასხვა დანიშნულების რეზერვებს, აგრეთვე ლოგისტიკის დაჯგუფებებს.

სამხედრო-საჰაერო ძალების და საჰაერო თავდაცვის ჯარების გაერთიანების ოპერატიული დაწყობა, როგორც წესი, მოიცავს ერთ ან რამდენიმე ეშელონს, რეზერვებს და ლოგისტიკას. ოპერაციის ამოცანების გადასაწყვეტად საზღვაო ძალების ოპერატიული დაწყობა შეიძლება შეიცავდეს ერთ ან რამდენიმე დაჯგუფებას; ძალების უზრუნველმყოფ დაჯგუფებებს; ოპერატიულ რეზერვს და ლოგისტიკას. თითოეული დაჯგუფებაშეიძლება შედგებოდეს სხვადასხვა გვარეობის ან ერთი გვარეობის ფლოტის ძალების შენაერთებისა და ნაწილებისაგან, აგრეთვე მოიცავდეს მათთან ურთიერთმოქმედ შენაერთებსა და შეიარაღებული ძალების სხვა სახეობათა ნაწილებს.

წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები