სამედიცინო ვითარება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:15, 30 იანვარი 2018-ის ვერსია, შეტანილი Echelidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სამედიცინო ვითარება – სამხედრო-სამედიცინო ხასიათის ფაქტორების ერთობლიობა, რომელიც გავლენას ახდენს სამედიცინო უზრუნველყოფაზე.

სამედიცინო ვითარების ძირითად ელემენტებს შეადგენს:

  • პირადი შემადგენლობის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი ცვლილებების დინამიკა;
  • საკუთარი და მოწინააღმდეგის ჯარების განთავსების (გადაადგილების) და მომავალი საბრძოლო მოქმედებების რაიონების სანიტარიულ-ჰიგიენური და სანიტარიულ-ეპიდემიური მდგომარეობა;
  • დაჭრილების და ავადმყოფების ყოფნა ჯარებში, სამედიცინო ქვედანაყოფებში, ნაწილებსა და დაწესებულებებში;
  • სამკურნალო, პროფილაქტიკური და საევაკუაციო ღონისძიებების აუცილებლობა და მასშტაბები;
  • სამედიცინო სამსახურის ძალების და საშუალებების არსებობა და მდგომარეობა;
  • ადგილობრივი რესურსები და მათი გამოყენება.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ–მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი, 2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები