ავრალი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:02, 31 იანვარი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ავრალი - (ინგლისური over – მაღლა, all – ყველა), საერთო სახომალდო სამუშაო, რომელსაც ასრულებს ხომალდის მთელი პირადი შემადგენლობა ან მისი მნიშვნელოვანი ნაწილი. იგი ცხადდება ხომალდის გენერალური დასუფთავების, დოკში დადგომის მოსამზადებლად და ა.შ.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, - თბილისი, 2017.