საავიაციო ბაზა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:55, 31 იანვარი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
საავიაციო ბაზა - ყველა ტიპის თვითმფრინავების განლაგების და მომსახურებისათვის მოწყობილი ტერიტორიის მნიშვნელოვარი მონაკვეთი. მოიცავს სამხედრო-საჰაერო ძალების (საჰაერო თავდაცვის, სახმელეთო ჯარების ავიაციის და საზღვაო ავიაციის) და საჰაერო თავდაცვის შენაერთებსა და ნაწილებს, ერთ ან რამდენიმე აეროდრომს, სატრანსპორტო საშუალებებს, კავშირგაბმულობის სისტემას, საწყობებს, ქარხნებს და სარემონტო სახელოსნოებს.
საავიაციო ბაზები არის მოქმედი და სარეზერვო (სათადარიგო), მუდმივი და დროებითი.
ზოგიერთი ქვეყნის, მაგალითად, აშშ-ის საავიაციო ბაზები ხშირად განლაგებულია სამხედრო-საზღვაო და სარაკეტო ბაზებთან ერთად
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი,2017