საზენიტო-სარაკეტო ჯარები
საზენიტო-სარაკეტო ჯარები – საჰაერო თავდაცვის ჯარების გვარეობა, რომელიც განკუთვნილია ჯარების დაჯგუფებების მნიშვნელოვანი ადმინისტრაციული ცენტრების, სამრეწველო-ეკონომიკური და სხვა ობიექტების საჰაერო თავდაცვისათვის.
შეიარაღებულ ძალებში საზენიტო-სარაკეტო ჯარები მეტწილად სამხედრო-საჰაერო ძალების შემადგენლობაშია. საზენიტო-სარაკეტო ნაწილები და ქვედანაყოფები არის აგრეთვე შეიარაღებული ძალების სხვა სახეობებში.
საზენიტო-სარაკეტო ჯარების შეიარაღებაზე არის სხვადასხვა სიშორის სტაციონარული, ნახევრად სტაციონარული და მოძრავი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები (სისტემები). ისინი ამოცანებს ასრულებენ საზენიტო არტილერიასთან, გამანადგურებელ ავიაციასთან, რადიოტექნიკურ ჯარებთან, რადიოელექტრონული ბრძოლის ნაწილებთან ურთიერთქმედებით და დამოუკიდებლად.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, – თბილისი2017