შეკრების რაიონი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
შეკრების რაიონი – რაიონი, სადაც ხდება ჯარების თავმოყრა შემდგომი მოქმედებებისათვის მომზადების მიზნით. ტერიტორია, რომელიც ენიშნება:
- ნაწილს - სტიქიური უბედურებების შედეგების ლიკვიდაციის დროს;
- ბატალიონს – სარკინიგზო, წყალსანაოსნო და საჰაერო ტრანსპორტით გადაყვანის შემდეგ გადმოტვირთვისას;
- ბატალიონს და ასეულს – ჯარების შეცვლისა და დესანტირების დროს.
სამხედრო-საზღვაო ძალებში შეკრების რაიონები ენიშნებათ სადესანტო ხომალდებს დესანტის ფორმირების რაიონებში მათ გაშლამდე.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ–მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, – თბილისი2017