ფლოტის ოპერაცია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:32, 20 თებერვალი 2018-ის ვერსია, შეტანილი Labashidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ფლოტის ოპერაცია - ფლოტილიების და ესკადრების მიზნების, ადგილის და დროის მიხედვით შეთანხმებული და ურთიერთდაკავშირებული ოპერაციების – ასევე ფლოტის გაერთიანებების და შენაერთების ცალკეული საზღვაო ოპერაციების და საბრძოლო მოქმედებების ერთობლიობა.
ფლოტის ოპერაცია ტარდება შეიარაღებული ძალების სხვა სახეობების გაერთიანებებთან და შენაერთებთან ურთიერთქმედებით, ერთიანი ჩანაფიქრით და გეგმით საოკეანო (საზღვაო) საბრძოლო მოქმედებების თეატრზე ოპერატიულ-სტრატეგიული ან ოპერატიული ამოცანების გადასაწყვეტად.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ–მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, – თბილისი2017