ფრონტების ჯგუფების ოპერაცია
ფრონტების ჯგუფების ოპერაცია - სტრატეგიული მიზნების მისაღწევად წარმოებული შეტევითი ან თავდაცვითი ოპერაცია.
დაჯგუფების ოპერაციების მიზნებს, ჩვეულებრივ, წარმოადგენდა:
- მოწინააღმდეგის სტრატეგიული დაჯგუფებების განადგურება,
- სტრატეგიული თვალსაზრისით მნივშნელოვანი რაიონების (ზღუდეების) დაუფლება,
- მტრული კოალიციის სახელმწიფოთა ომიდან გამოყვანა.
ისინი ეწყობოდნენ 300-1000 კმ-იან ზოლებში 200-600 კმ სიღრმეზე 12-დან 30 დღემდე და უფრო მეტი ხნის განმავლობაში.
ფრონტების ჯგუფის თავდაცვითი ოპერაციების განხორციელების მიზანი იყო ჩაეშალათ მოწინააღმდეგის დაჯგუფებების შემოტევა, მიეყენებინათ მათთვის მნიშვნელოვანი ზარალი, შეენარჩუნებინათ სტრატეგიული თვალსაზრისით დიდმნიშვნელოვანი რაიონები (ზღუდეები) და შეექმნათ პირობები შეტევაზე (კონტრშეტევაზე) გადასასვლელად.
ფრონტების ჯგუფების ოპერაცია ეწყობოდა 500-800 კმ ზოლებში და გრძელდებოდა 20-დან 100 დღემდე და უფრო მეტ ხანს.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ–მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, – თბილისი2017