ცეცხლის ცხრილი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:03, 23 თებერვალი 2018-ის ვერსია, შეტანილი Echelidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ცეცხლის ცხრილი – საბრძოლო დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს საარტილერიო ქვედანაყოფების (ნაწილების) მიერ მოწინააღმდეგის ცეცხლით დაზიანების ამოცანებს და მათი შესრულების თანამიმდევრობას. შეტევაში ცეცხლის ცხრილი დგება მოწინააღმდეგის ცეცხლით დაზიანების პერიოდების და საერთო-საჯარისო ნაწილების (ქვედანაყოფების) ამოცანების მიხედვით, თავდაცვაში – მოწინააღმდეგის განადგურების (მოწინააღმდეგის წინ წაწევის და გაშლის ცეცხლით ხელის შეშლა, შეტევის ცეცხლით მოგერიება, თავდაცვაში მყოფი ჯარების ცეცხლით მხარდაჭერა) და საერთო-საჯარისო ნაწილების (ქვედანაყოფების) ამოცანების მიხედვით.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ–მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, – თბილისი 2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები