გამანადგურებელ-გადამჭერი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გამანადგურებელ-გადამჭერი - საჰაერო თავდაცვისთვის განკუთვნილი საბრძოლო თვითმფრინავი მოწინააღმდეგის საჰაერო თავდასხმის საშუალებების (თვითმფრინავების, ფრთოსანი რაკეტების) წინააღმდეგ საბრძოლველად. აქვს მრავალფუნქციური საბორტო რადიოსალოკაციო სამიზნე, რომელსაც დიდ სიშორეზე შეუძლია საჰაერო სამიზნეების და მართვადი რაკეტების (მცირე, საშუალო და დიდი სიშორის) აღმოჩენა. აღჭურვილია საარტილერიო შეიარაღებით.