სამხედრო წოდების ვადამდელი მინიჭება
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:07, 28 თებერვალი 2018-ის ვერსია, შეტანილი Labashidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
სამხედრო წოდების ვადამდელი მინიჭება – ზოგიერთი ქვეყნის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეების წახალისების ფორმა. იყენებენ იმ სამხედრო პირების მიმართ, რომლებმაც გამოიჩინეს თავი მაღალი მორალურ-საბრძოლო თვისებებით სახელმწიფოს დაცვის, საბრძოლო მორიგეობის ან სამხედრო სამსახურის სხვა მოვალეობის შესრულებისას, მიაღწიეს მაღალ მაჩვენებლებს საბრძოლო მომზადებაში და სამხედრო დისციპლინის გამტკიცებაში.