ტაქტიკური მომზადება
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:34, 2 მარტი 2018-ის ვერსია, შეტანილი Labashidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ტაქტიკური მომზადება - ქვედანაყოფების, ნაწილების (ხომალდების), შენაერთების, მართვის ორგანოების პირადი შემადგენლობის სწავლება საბრძოლო მოქმედებების მომზადებისა და ჩატარებისთვის, სამხედრო მომზადების უმნიშვნელოვანესი საგანი.
მოიცავს:
* ბრძოლის თეორიის, ორგანიზაციის, შეიარაღების, საკუთარი ჯარების (ძალების) და სავარაუდო მოწინააღმდეგის ბრძოლის ხერხების და საბრძოლო შესაძლებლობის შესწავლას; * მეთაურების და მართვის ორგანოების ცოდნისა და ჩვევების პრაქტიკულ სრულყოფას ჯარების (ძალების) მართვის და საბრძოლო მოქმედებების უზრუნველყოფაში; * საბრძოლო მზადყოფნის საკითხების დამუშავებას და საბრძოლო დანიშნულების შესაბამისად ამოცანების გადაჭრას; * საბრძოლო ვითარებაში პირადი შემადგენლობის ინდივიდუალური და ჯგუფური იარაღის, სამხედრო ტექნიკის კარგად გამოყენების შესწავლას; * ჯარების სხვადასხვა გვარეობის ქვედანაყოფების, ნაწილების შერწყმას ბრძოლის სხვადასხვა * სახეობაში შეთანხმებული და გადამწყვეტი მოქმედებებისთვის.