დესანტირება
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:55, 9 მარტი 2018-ის ვერსია, შეტანილი Labashidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
დესანტირება - მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე საბრძოლო ამოცანის შესასრულებლად ჯარების საჰაერო ტრანსპორტით გადასროლა. წარმოებს საპარაშუტო, დასაფრენი ან კომბინირებული (საპარაშუტო-დასაფრენი) ხერხით.
დესანტირების მომზადების დროს ინიშნება დესანტირების საწყისი რაიონი. დესანტირება მოიცავს: ჯარებთან ერთად თვითმფრინავების (ვერტმფრენების) აფრენას, ჰაერში სამხედრო-სატრანსპორტო ავიაციის ნაწილების საბრძოლო წყობით განლაგებას, დესანტირების რაიონში გადაფრენას, პირადი შემადგენლობის გადასხმას და სამხედრო ტექნიკის გადმოყრას. მანძილს საწყისი რაიონიდან დესანტირების რაიონამდე ეწოდება დესანტირების მანძილი, ხოლო მხარეების საბრძოლო შეხების ხაზიდან დესანტირების რაიონამდე - დესანტირების სიღრმე.