გამოსახულების გაშიფვრა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გამოსახულების გაშიფვრა – სხვადასხვა აპარატურის საშუალებით (ფოტოგადაღება, რადიოლოკაცია, სითბური, სატელევიზიო, ლაზერული და სხვა) მიღებული სურათების მიხედვით ობიექტების აღმოჩენა და შეფასება. ხორციელდება სხვადასხვა ხელსაწყოს, მათ შორის ოპტიკურ-ელექტრონულის გამოყენებით, რომელიც გამოსახულების მახასიათებლების ავტომატიზების საშუალებას იძლევა მათი შემდგომი კომპიუტერული დამუშავებისთვის. კომპლექსური გაშიფვრა ზრდის შედეგების სისრულეს და სანდოობას მოწინააღმდეგის მიერ შენიღბვის საშუალებების გამოყენების პირობებში.