ბერდანა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:32, 13 მარტი 2018-ის ვერსია, შეტანილი Labashidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ბერდანა - (ბერდანკა), ზოგიერთი ქვეყნის არმიის შეიარაღებაში არსებული (ამერიკელი კონსტრუქტორ ჰ. ბერდანის მიერ შემუშავებული) ერთმუხტიანი (ერთტყვიიანი) შაშხანების გავრცელებული სახელწოდება. ოფიციალურად ბერდანის შაშხანა №1 და №2. ეს უკანასკნელი შეიარაღებაში იყო 1870 წლამდე. შემდგომში ჩაანაცვლეს 1891 წლის ნიმუშის მჭიდიანი შაშხანით.
ძირითადი მახასიათებლებია:
- კალიბრი 10.67 მმ;
- მასა 4.9 კგ. (ხიშტით);
- სროლის სამიზნე მანძილი 1600 მ;
- სროლის სისწრაფე 8 გასრ./წთ-ში.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, - თბილისი, 2017.