სითბური გამოსხივება
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:05, 21 მარტი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
სითბური გამოსხივება - სხეულის ელექტრომაგნიტური გამოსხივება მისი შიდა ენერგიის ხარჯზე. დამოკიდებულია მხოლოდ გამომსხივებელი სხეულის აბსოლუტურ ტემპერატურასა და ოპტიკურ თვისებაზე. სამხედრო საქმეში გამოიყენება მიზნების გამოსავლენად მათი საკუთარი გამოსხივების საშუალებით.