ლენცოფა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლენცოფა

ლენცოფა – (Hyoscyamus Nigos L.); ოჯახი: ძაღლყურძენასებრნი (Solanaceae). ორწლიანი ბალახოვანი მცენარეა. 30-80 სმ სიმაღლის ღერო სწორად მდგომია, დატოტვილი, მოფენილია ჯირკვლოვანი ბეწვით. ფოთლები ფრთის მსგავსად ამოკვეთილნაკვთიანია. ქვედა ფოთლები ყუნწიანია და როზეტს ქმნიან, ზედა ფოთლები ღერომხვევია. გვირგვინი მღვრიე ყვითელი ფერისაა. ბადისებურად განლაგებული იისფერი ძარღვებით. ყვ. ნაყ. VI-VII. იზრდება ბუჩქნარებში, ქვიან და დანაგვიანებულ ადგილებში, ბოსტნებში, ბაღებში. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია, განსაკუთრებით, გზის პირებზე. გავრცელებულია მთელ საქართველოში.

ლენცოფა

ლენცოფა – ბიბლიური მცენარე

შიქქერონი არამეულად ნიშნავს ლენცოფას. ოქროსფერი ლენცოფა წმინდა მიწის რელიქტური მცენარეა. აქ მას ვხვდებით ყველგან დაწყებული იერუსალიმის ძველი ქალაქის კედლებიდან იორდანის, სამარიის, იუდეის უდაბნოთი და დამთავრებული მკვდარი ზღვის მიდამოებით.

„და გადიოდა საზღვარი ყეკრონის ჩრდილო მხარეს, და უხვევდა საზღვარი შიქქერონისაკენ, და გადადიოდა ბაყალას მთაზე, და აღწევდა იაბნელამდე და თავდებოდა საზღვარი ზღვასთან“. (იესუ ნავეს ძე 15,11)


წყარო

  • კახეთის რეგიონის მცენარეები – 400 სახეობის მცენარე და 402 ფოტო; სარკვევზე იმუშავა კახაბერ სუხიტაშვილმა; რედაქტორი მაია ახალკაცი, თბილისი 2016.
  • ბიბლიური მცენარეები
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები