შავთარა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:01, 12 აპრილი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
შავთარა - (Fumaria officinalis L.); ოჯახი: შავთარასებრნი (Fumariaceae). ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა, სიმაღლე – 15-20 სმ. დატოტვილი, ფოთლები 3-4 ნაწილად არის დაყოფილი ვიწრო-ხაზურ ნაკვთებად. ყვავილედი მტევანია. გვირგვინი მოვარდისფრო-იისფერია, უფრო მუქი ტუჩით. ყვ. ნაყ. III-VI. იზრდება ქვიან ადგილებზე, ნათესებში, მინდვრებსა და ყამირებზე. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია ალაზნის დაბლობზე. ძირითადად გავრცელებულია აღმოსავლეთ საქართველოში.
წყარო
კახეთის რეგიონის მცენარეები – 400 სახეობის მცენარე და 402 ფოტო; სარკვევზე იმუშავა კახაბერ სუხიტაშვილმა; რედაქტორი მაია ახალკაცი, თბილისი 2016.