კუროს თავი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:31, 12 აპრილი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
კუროს თავი – (Tribulus terrestris L.); ოჯახი: ორყურასებრნი (Zygophyllaceae). ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა, გაფარჩხული ბეწვით მოფენილი. ღერო გართხმულია, დატოტვილი, სიგრძით – 10-60 სმ. ფოთლები წყვილფრთისებურია, შედგება 6-7 წყვილი ფოთოლაკისაგან. ყვავილები მარტოულია, იღლიური, ყვითელი ფერის. ყვ. ნაყ. V-IX. მცენარე იზრდება გზის პირა მიდამოებში, ქვიან და ნაგვიან ადგილებში. კახეთში ამ მცენარის ნახვა შესაძლებელია სოფელ კაჭრეთისა და ქალაქ წნორის მიდამოებში. საქართველოში ცნობილია აფხაზეთსა და ქართლში.
წყარო
კახეთის რეგიონის მცენარეები – 400 სახეობის მცენარე და 402 ფოტო; სარკვევზე იმუშავა კახაბერ სუხიტაშვილმა; რედაქტორი მაია ახალკაცი, თბილისი 2016.