წყლის ბაია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:36, 12 აპრილი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
წყლის ბაია – (Ranunculus trichophyllus Chaix ex Vill); ოჯახი: ბაიასებრნი (Ranunculaceae). მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, მწვანეა, შიშველი. ფოთოლი უხეშია, ნახევრად მრგვალი ფორმის, სამმაგად დანაკვთული წვრილ, არათანაბარ ნაწილებად. ყვავილის ყუნწი სხვადასხვა ზომისაა. გვირგვინი თეთრია, ძირში ყვითელი ლაქით. ყვ. ნაყ. IV-VIII. მცენარე იზრდება მთისწინეთებიდან ტყის ზედა სარტყლამდე – მდგარ და მდორე წყლებში. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია სოფელ თეთრწყლების მიდამოებში. გავრცელებულია მთელ საქართველოში.
წყარო
კახეთის რეგიონის მცენარეები – 400 სახეობის მცენარე და 402 ფოტო; სარკვევზე იმუშავა კახაბერ სუხიტაშვილმა; რედაქტორი მაია ახალკაცი, თბილისი 2016.