ცისთვალა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ცისთვალა

ცისთვალა - (Scilla siberica Haw.); ოჯახი: Hyacinthaceae. მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, ღერო 10-20 სმ სიმაღლისაა, წახნაგოვანი. ფოთოლი – 2-4, მოყვანილობით ფართო-ხაზური. ყვავილები ლაჟვარდოვანი ლურჯი-იისფერია, მუქი შუა ზოლით; ყვავილის ყუნწები თავდახრილია. ყვ. ნაყ. III-V. იზრდება ტყის სარტყელში, ტყის პირას, ბუჩქნარში, მდელოებზე. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია ყველგან. გავრცელებულია თითქმის მთელ საქართველოში.




წყარო

კახეთის რეგიონის მცენარეები – 400 სახეობის მცენარე და 402 ფოტო; სარკვევზე იმუშავა კახაბერ სუხიტაშვილმა; რედაქტორი მაია ახალკაცი, თბილისი 2016.[[კატეგორია: სატაცურისებრნი]]

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები