რაკეტსაწინააღმდეგო კომპლექსი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
რაკეტსაწინააღმდეგო კომპლექსი – რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის საცეცხლე კომპლექსი, სარაკეტო კომპლექსის სახეობა, რომელიც განკუთვნილია მოიერიშე რაკეტებისა და მათი ქობინების დასაზიანებლად დასაცავი რაიონისაგან (ობიექტისაგან) უსაფრთხო მანძილზე. არის სარაკეტო-კოსმოსური თავდაცვის შემადგენლობაში შემავალი რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ნაწილების შეიარაღებაზე.
უზრუნველყოფს:
- გაშვებული რაკეტების აღმოჩენას, მათ თანხლებას და ტიპების მიხედვით ამოცნობას;
- ქობინის ნაწილების სელექციას;
- მიზანგანაწილებას;
- სტარტისწინა მომზადებას, გაშვებას, გამიზვნას და ანტირაკეტის საბრძოლო ნაწილის აფეთქებას;
- საბრძოლო ამოცანის შესრულების შედეგების შეფასებას.
რაკეტსაწინააღმდეგო კომპლექსი არის:
- სახმელეთო, კოსმოსური, საავიაციო და საზღვაო;
- ბაზიდან გადასატანი და სტაციონარული;
- დიდი (200 კმ-ზე მეტი), საშუალო (60-200 კმ) და მცირე (60 კმ-მდე) დაჭერის სიშორის.
რაკეტსაწინააღმდეგო კომპლექსის ყველაზე დამახასიათებელი შემადგენლობაა: სამეთაუროგამოთვლითი პუნქტი, გამშვები დანადგარები ანტირაკეტებით, მრავალფუნქციური რადიოლოკაციური სადგური, მონაცემების გადაცემის საშუალებები, დამხმარე საშუალებები.