კონდოტიერები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
10:28, 23 აპრილი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
კონდოტიერები (იტალიური - condottieri), XIV-XVI საუკუნეების იტალიაში დაქირავებული სამხედრო რაზმების მეთაურები, რომლებიც მეფე-მთავრებისა და რომის პაპების სამსახურში შედიოდნენ. XIV საუკუნის ბოლომდე ისინი უპირატესად უცხოელი რაინდები იყვნენ, შემდეგ კი - იტალიელები. კონდოტიერთა რაზმები ძირითადად ცხენოსანი მეომრებისაგან შედგებოდა.