მღვიმე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:36, 23 აპრილი 2018-ის ვერსია, შეტანილი Nomanadze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მღვიმე (შენდამი, უფალო, ხმა-ვყო; ღმერთო ჩემო, ნუ დასდუმნები ჩემგან, ნუ სადამე დასდუმნე ჩემგან და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა. ფსალ. 27, 1); (მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა; ნუ გარემიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღჳმესა. 142, 7) - მთაში ან კლდეში (მიწის ქვეშაც) არსებული სიცარიელე, რომელსაც გამოსასვლელი არ აქვს, იგივე გამოქვაბული. შეიძლება იყოს ხელოვნურიც. მღვიმეებს იყენებდნენ ადამიანთა პატიმრობისათვის. ასევე განდეგილები სოფლისაგან მოსაწყვეტად და ლოცვისა და სინანულისათვის.

{აღნიშნულ ფსალმუნებში შესაძლებელია დავით მეფე გულისხმობდეს „სულიერ მღვიმეს“, რომელშიც ცოდვილი იგდებს თავს}


წყარო

იოსებ ახალშენოვი, ფსალმუნნის ძველ-ქართულ სიტყვათა, გეოგრაფიულ ადგილთა და ისტორიულ მოვლენათა განმარტებანი (რედაქტორი იოსებ ჯაჯანიძე); 2004.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები