რაკეტამატარებელი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:03, 23 აპრილი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
რაკეტამატარებელი – კოსმოსური რაკეტა, განკუთვნილი კოსმოსურ სივრცეში სასარგებლო ტვირთის (კოსმოსური აპარატის) გასაყვანად, მრავალსაფეხურიანი (ბალისტიკური რაკეტა). უზრუნველყოფს საჭირო კოსმოსური სიჩქარის მიღწევას დედამიწასთან ახლოს, საშუალო სიმაღლის, მაღალელიფსურ და მაღალწრიულ ორბიტებზე გაყვანისას.
რაკეტამატარებელი არის: მსუბუქი მარგი ტვირთის მასა 5 ტ-მდე, საშუალო – 5-15 ტ, მძიმე – 15-50 ტ-ზე მეტი და ზემძიმე – 50 ტ-ზე მეტი.
რაკეტამატარებელების უმრავლესობა წარმოადგენს საბრძოლო საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტების მოდიფიცირებულ ვარიანტებს.