რეპერი (სამხედრო ტერმინი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:26, 24 აპრილი 2018-ის ვერსია, შეტანილი Echelidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რეპერი (ფრ. repere – ნიშანი, ნიშნული, საწყისი წერტილი), არტილერიაში – დამხმარე წერტილი, რომელზეც ხდება ქვემეხების გამიზვნა მიზანზე ცეცხლის შემდგომი გადატანით.

რეპერი შეიძლება იყოს ნამდვილი და ფიქტიური.

ნამდვილი რეპერი არის გამიზნული მიზანი ან ადგილობრივი საგანი. მისი კოორდინატები ცნობილია ან შესაძლებელია მათი განსაზღვრა მოთხოვნილი სიზუსტით.
ფიქტიური რეპერად (მიწისზედა, წყალზედა ან საჰაერო) გამოიყენება აფეთქებების ჯგუფის ცენტრი, რომლის კოორდინატები განისაზღვრება საჭირო სიზუსტით, რადიოსალოკაციო სადგურების დაკვირვევებით. ასევე – ხმოვანი დაზვერვის ქვედანაყოფების მიერ.

საჰაერო რეპერი იქმნება იმ შემთხვევაში, როდესაც მიწისზედა რეპერის შექმნა შეუძლებებელია.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები