რუკის ნომენკლატურა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
რუკის ნომენკლატურა – მრავალფურცლიანი გეოგრაფიული რუკების ცალკეული ფურცლების პირობითი აღნიშვნის სისტემა, რომელიც მოცემული რუკის სხვა ფურცლების მიმართ თითოეული ფურცლის ადგილს და მის მდებარეობას განსაზღვრავს. რუკის ნომენკლატურა შეიძლება იყოს ცხრილის (რუკების კრებსითი ცხრილის შესაბამისად, რუკის თითოეული ფურცელი აღინიშნება ასოებით, ციფრებით ან ასოციფრებით), კოორდინატების (რუკის თითოეული ფურცელი აღინიშნება მისი ერთ-ერთი წერტილის კოორდინატებით), ციფრული ან კოდირებული (რუკის თითოეული ფურცელი ღებულობს ციფრულ ან ასოციფრულ კოდს).