ბომბდამშენი ავიაცია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:53, 7 მაისი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ბომბდამშენი ავიაცია - საბრძოლო ავიაციის სახეობა, სამხედრო-საჰაერო ძალების ძირითადი დამრტყმელი საშუალება. მისი დანიშნულებაა მოწინააღმდეგის ჯარების დაჯგუფებების, ავიაციისა და სამხედრო-საზღვაო ძალების განადგურება; მნიშვნელოვანი სამხედრო, სამხედრო-სამრეწველო, ენერგეტიკული ობიექტების დაზიანება უმთავრესად ოპერატიულ და სტრატეგიულ სიღრმეში; შეუძლია გადაწყვიტოს საჰაერო დაზვერვის და ჰაერიდან დანაღმვის ამოცანები.
დაჯგუფების ბომბდამშენ ავიაციას იყენებენ სახმელეთო ჯარებთან ერთობლივი მოქმედებისათვის, აგრეთვე სამხედრო-საჰაერო ოპერაციებში. ძირითადი იარაღია საავიაციო ბომბები, მართული და უმართავი რაკეტები.