ნორმატიული გადახრები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:44, 18 მაისი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ნორმატიული გადახრები - შესაფასებელი სიდიდის ზღვრული მნიშვნელობა, რომელიც შეფასების საზომად მიიღება. სამხედრო ავიაციაში გამოიყენება პილოტირების ხარისხის, საჰაერო ნავიგაციის და საბრძოლო გამოყენების შეფასებისათვის.
ნორმატიული გადახრები განისაზღვრება დიდი რაოდენობით ფრენის (საბრძოლო გამოყენების) შედეგების სტატისტიკური დამუშავების საფუძველზე. ზუსტდება გამოცდილების და სტატისტიკური მასალების დაგროვების შედეგად და მიეწოდება სამხედრო ნაწილებს საბრძოლო მომზადების კურსისთვის დანართების სახით.