მანევრები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:36, 18 მაისი 2018-ის ვერსია, შეტანილი Echelidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მანევრები – სტრატეგიული (ოპერატიულ-სტრატეგიული) მასშტაბის ორმხრივი სწავლება, რომელშიც მონაწილეობენ მართვის ორგანოები, ერთი ან ორი დაჯგუფების ჯარები და ძალები. გარდა ამისა – შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ჯარების გაერთიანებები და შენაერთები, რომლებიც დიდ სივრცეზე მოქმედებენ. მანევრები ტარდება ადგილმდებარეობაზე, ზღვაში ან ჰაერში. მის მიზანს წარმოადგენს საბრძოლოსთან მაქსიმალურად მიახლოებულ პირობებში ოპერაციების (საბრძოლო მოქმედებების) მნიშვნელოვანი დეტალების მომზადება და ჩატარება. მანევრები ჯარების (ავიაციის, ფლოტის ძალების), მეთაურების და შტაბების სწავლების, მათი საბრძოლო მზადყოფნის, მართვის სისტემის მდგომარეობის, საველე, საჰაერო და საზღვაო გაწვრთნილობის შემოწმების უმაღლესი ფორმაა.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები