აერომობილური ოპერაცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:43, 25 მაისი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აერომობილური ოპერაცია - საბრძოლო მოქმედებების ფორმა, რომლის არსია აერომობილური (საჰაერო-მოიერიშე) ფორმირებების ფარული და სწრაფი გადასროლა ჰაერით მოწინააღმდეგის ზურგში, მათ მიერ საჰაერო-სახმელეთო დარტყმების მიყენება შერჩეული ობიექტებისათვის და სწრაფი მანევრის შესრულება ახალ რაიონებში.

აერომობილური ოპერაციის ამოცანებია:

აერომობილური ოპერაციის მოსაწყობად სახმელეთო ჯარებისა და საარმიო ავიაციის (სახმელეთო ჯარების ავიაციის) გამოყოფილი ნაწილებისა და ქვედანაყოფებისაგან იქმნება ტაქტიკური აერომობილური ჯგუფები, რომელთა საბრძოლო წყობა შედგება სამი ეშელონისაგან: მოიერიშე, შემდგომი და ზურგის.

ტაქტიკური აერომობილური ჯგუფის გადასხმის წინ ხდება მოწინააღმდეგის საცეცხლე დაზიანება გადაფრენის გზაზე და გადასხმის რაიონში (ზონაში) რაკეტებისა და ავიაციის, მათ შორის, საბრძოლო შვეულმფრენების დარტყმებით. აერომობილური ჯგუფების მოქმედებას მხარს უჭერენ საბრძოლო ვერტმფრენები და ტაქტიკური ავიაცია.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები