რადიოლოკაციური აღმოჩენის ზღუდე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:12, 1 ივნისი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
რადიოლოკაციური აღმოჩენის ზღუდე – პირობითი ხაზი ადგილმდებარეობაზე, აკვატორიაზე, საჰაერო ან კოსმოსურ სივრცეში, რომელზეც მოწინააღმდეგის მიზნების (ობიექტების) გასვლისას მათ რადიოლოკაციური სადგური გათვალისწინებული ალბათობით აღმოაჩენს. ზღუდის დაშორება დამოკიდებულია რადიოლოკაციური სადგურის ტიპზე, სამიზნის ხასიათსა და აღმოჩენის პირობებზე.