ნაღმსატორპედო ავიაცია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:16, 6 ივნისი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ნაღმსატორპედო ავიაცია - სამხედრო-საზღვაო ძალების ავიაციის გვარეობა - XX საუკუნის 70-იან წლებამდე განკუთვნილი იყო ზღვაში და ბაზირების პუნქტებში ხომალდების (გემების) გასანადგურებლად, აგრეთვე აქტიური დანაღმული ღობურების დასაყენებლად.
ნაღმსატორპედო ავიაციის მთავარი იარაღია საავიაციო ტორპედოები და ნაღმები; შეუძლია აგრეთვე ავიაბომბების გამოყენება. გაჩნდა მთელ რიგ სახელმწიფოებში I მსოფლიო ომის წლებში.
XX საუკუნის 80-იან წლებში ნაღმსატორპედო ავიაციის ფუნქციები მოწინააღმდეგის ხომალდების განადგურების საქმეში გადავიდა სანაპირო და სახომალდო ბაზირების მოიერიშე ავიაციასა და საზღვაო რაკეტამზიდ ავიაციაში, ხოლო დანაღმული ღობურების დაყენება და ტორპედოების გამოყენება (უმთავრესად წყალქვეშა ნავების წინააღმდეგ)- ნავსაწინააღმდეგო ავიაციაში.