ნაღმსატრალავი ძალები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:22, 6 ივნისი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ნაღმსატრალავი ძალები - მთელი რიგი სახელმწიფოების სამხედრო-საზღვაო ძალების (სამხედრო-საზღვაო ფლოტის) შენაერთები და ნაწილები, რომლებიც განკუთვნილია ნაღმური, და ქსელური ღობურების დაყენებისთვის, საზღვაო ნაღმების ძებნისა და განადგურებისთვის, აგრეთვე ნაღმური და ტრალების მიღმა ხომალდებისა და გემების გაყვანისათვის. მოიცავს ნაღმურ და ქსელურ ღობურებს, მტრალავებს, გამრღვევებსა და ნაღმსაწინააღმდეგო ვერტმფრენებს.
აშშ-ში შექმნილია, ნაღმსატრალავი ძალების სარდლობა, ხოლო ხომალდები შეყვანილია ესკადრებსა და დივიზიონებში, რომლებიც გადაეცემა ოპერატიული ფლოტების შემადგენლობაში. დიდ ბრიტანეთში ნაღმსატრალავი ძალები შეყვანილია ფლოტილიაში, სხვა ქვეყნებში –ესკადრებში, ბრიგადებსა და დივიზიონებში.